კატარი 2022 | გერმანიის საფეხბურთო კავშირი ფლიკის შეცვლას არ აპირებს #1TVSPORT
გერმანიის საფეხბურთო კავშირის (DFB) ხელმძღვანელობას სურს, გააგრძელოს თანამშრომლობა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ჰანს-დიტერ ფლიკთან. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს უკეთესი ალტერნატივის არქონის გამო. ამის შესახებ გაზეთმა Bild-მა დაწერა.
გერმანიის ნაკრებმა კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ შეძლო პლეი ოფში გასვლა და ზედიზედ მეორედ ჩარჩა ჯგუფში.