ჰანს-დიტერ ფლიკი „ბარსელონაში“ მუშაობისთვის ემზადება #1TVSPORT
COLOGNE, GERMANY - MARCH 28: Head coach Hansi Flick of Germany looks on during an international friendly match between Germany and Belgium at RheinEnergieStadion on March 28, 2023 in Cologne, Germany. (Photo by Lars Baron/Getty Images)
გერმანიის ნაკრებისა და „ბაიერნის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი, დიდი ალბათობით, „ბარსელონას“ ახალი დამრიგებელი გახდება.
როგორც ჟურნალისტი და ინსაიდერი ალფრედო მარტინესი წერს, ფლიკმა უკვე დაიწყო მზადება კატალონიურ კლუბში მუშაობისთვის. კერძოდ, გერმანელი სპეციალისტი აქტიურად ეუფლება ესპანურ ენას, ასევე ეძებს თანაშემწეებს, რომლებიც მას „ბარსელონაში“ მწვრთნელობისას დაეხმარებიან.
ადრე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ჩავი დატოვებს „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს.