ფლიკს გერმანიის ნაკრების მწვრთნელობიდან დათხოვნა ემუქრება #1TVSPORT

22:12, 05.09.2023
COLOGNE, GERMANY – MARCH 28: Head coach Hansi Flick of Germany looks on during an international friendly match between Germany and Belgium at RheinEnergieStadion on March 28, 2023 in Cologne, Germany. (Photo by Lars Baron/Getty Images)

გერმანიის საფეხბურთო კავშირი განიხილავს უახლოეს ხანში ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეცვლის შესაძლებლობას.

როგორც გამოცემა Bild-ი იტყობინება, კავშირმა, შესაძლოა, პოსტიდან დაითხოვოს „ბუნდესნაკრების“ დამრიგებელი ჰანს-დიტერ ფლიკი. ყველაფერი დამოკიდებული იქნება გუნდის უახლოესი მატჩების შედეგებზე.

თუ გერმანიის ნაკრები ჩააგდებს შეხვედრებს იაპონიასთან და საფრანგეთთან, ფლიკი სამუშაოს გარეშე დარჩება.

მის შემცვლელად ვადაუდობენ ოლივერ გლასნერს ან იულიან ნაგელსმანს. ასევე შესაძლებელია, დროებით მწვრთნელად დაინიშნოს მატიას ზამერი, რომელსაც მთავარ მწვრთნელად არ უმუშავია 2005 წლის შემდეგ, როცა „შტუტგარტს“ ედგა სათავეში.

მსგავსი