კატარი 2022 | ბრუნო ფერნანდეში - პორტუგალიის ნაკრებში ზოგიერთს შეეძლო უფრო თავდადებული ყოფილიყო #1TVSPORT
პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა კომენტარი გაუკეთა თავისი გუნდის მარცხს მაროკოს ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში.
„არ არის საჭირო თავის მაღლა აწევა ან დაბლა დახრა. ახლა თითოეულმა უნდა გააკეთოს დასკვნა ამ მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ და გაემგზავროს შინ, საკუთარ ოჯახთან, რადგან დიდი ხანია არ გვინახავს ახლობელი ადამიანები. ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიურად აღდგენა. ჩვენი ნაკრები ისევ დაბრუნდება და საუკეთესო რეაგირება ექნება მომხდარზე.
ძალიან მძიმე და ნაღვლიანია ამ შედეგის მიღება. მე არაფრის თქმა არ შემიძლია ჩემს პარტნიორებზე: მათ ყველამ ტურნირის დასაწყისიდანვე ფანტასტიკურად ითამაშეს, მაგრამ ვიღაცას შეეძლო, უფრო მეტი გაეკეთებინა თავდადების მხრივ“, – მოჰყავს ფერნანდეშის სიტყვები O Jogo-ს.