კრიშტიანო რონალდო – სანაკრებო კარიერის დასრულებაზე არ მიფიქრია, ერთა ლიგის მოგება კიდევ ერთხელ გვსურს #1TVSPORT

21:08, 05.09.2024
PORTO, PORTUGAL - OCTOBER 13: Cristiano Ronaldo of Portugal gestures prior to the UEFA EURO 2024 European qualifier match between Portugal and Slovakia at Estadio do Dragao on October 13, 2023 in Porto, Portugal. (Photo by Diogo Cardoso/Getty Images)

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, კრიშტიანო რონალდოს განცხადებით, სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს.

რონალდოს თქმით, გუნდთან ერთად მისი მიზანი მოახლოებული ერთა ლიგის მოგებაა.

„სანაკრებო კარიერის დასრულებაზე არ მიფიქრია, ამის შესახებ ჭორები მედიის აგორებულია. ახლა კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მაქვს. პორტუგალიის ნაკრებმა ერთა ლიგა ერთხელ უკვე მოიგო და ამის გამეორება გვსურს“, – განაცხადა რონალდომ.

39 წლის ფეხბურთელმა პორტუგალიის ეროვნული გუნდის რიგებში 212 მატჩი ჩაატარა და 130 გოლი გაიტანა. ორივე ეს მაჩვენებელი სანაკრებო დონეზე სარეკორდოა. 2016 წელს რონალდო ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2019 წელს – ერთა ლიგის გამარჯვებული.

მსგავსი