„კატარგეითის“ გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ბელგიელი სოციალისტი ევროპარლამენტარის, მარია არენას სახლი გაჩხრიკა
„კატარგეითის“ გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ბელგიელი სოციალისტი ევროპარლამენტარის, მარია არენას სახლი გაჩხრიკა

„კატარგეითის“ გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ბელგიელი სოციალისტი ევროპარლამენტარის, მარია არენას სახლი გაჩხრიკა. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

ბელგიის ფედერალური პროკუტატურის განცხადებით, არენას სახლის ჩხრეკა ბრიუსელში ჩატარებული ექვსი ჩხრეკის ნაწილი იყო, მათ შორის, რამდენიმე ადგილი პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება ევროპარლამენტარს ან მის ოჯახს.

„ამოღებულია დოკუმენტები და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აღჭურვილობა, რომელიც გაანალიზდება“, – აღნიშნა პროკურატურამ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში ევროპარლამენტარის რამდენიმე თანაგუნდელი ფიგურირებდა, მარია არენასთვის დღემდე ბრალი არ ჰქონდათ წარდგენილი და ის არც ბელგიელ პროკურორებს ჰყავდათ დაკითხული.

მარია არენა მეოთხე მოქმედი ევროპარლამენტარია, რომელიც სკანდალში ფიგურირებს. მანამდე ბრალი ევა კაილის, მარკ ტარაბელასა და ანდრეა კოზოლინოს წაუყენეს. პანზერმა დანაშაული აღიარა და, სასჯელის შემცირების სანაცვლოდ, პროკურორებთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. დანარჩენი ევროპარლამენტარები თავს უდანაშულოდ ცნობენ.

„კატარგეითის“ სკანდალი ევროპარლამენტში გასული წლის დეკემბერში აგორდა. რამდენიმე ევროდეპუტატი ეჭვმიტანილია კატარისგან ქრთამის აღებაში სპარსეთის ყურის ქვეყნის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღების სანაცვლოდ.