„პორტუს“ მეკარე იკერ კასილიასმა განაცხადა, რომ სატრენაჟორო დარბაზში დაიწყო ვარჯიში. ესპანელმა ამა წლის მაისში გულის შეტევა გადაიტანა, თუმცა სერიოზული გართულებები თავიდან აიცილა და შეძლო, ფიზიკურ დატვირთვებს დაბრუნებოდა.
ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო, რომელშიც ის სარბენ ბილიკზე დგას. „სამუშაო პროცესში“, – მიაწერა ფოტოს ლეგენდარულმა მეკარემ.
წინასწარი მონაცემებით, კასილიასს ნოემბერში შეეძლება მოედანზე დაბრუნება.