კასილიასის ავადმყოფობას სოციალური ქსელის საშუალებით ცნობილი ფეხბურთელები ეხმაურებიან
კასილიასის ავადმყოფობას სოციალური ქსელის საშუალებით ცნობილი ფეხბურთელები ეხმაურებიან

იკერ კასილიასის ჯანმრთელობის მოულოდნელ გაუარესებას რამდენიმე ცნობილი სპორტსმენი სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ რეალ მადრიდისა და ესპანეთის ნაკრების ყოფილი, ამჟამად კი პორტუგალიური პორტუს გოლკიპერი იკერ კასილიასი დღეს საავადმყოფოში მოათავსეს. მიზეზი ვარჟიშის დროს გადატანილი გულის შეტევა გახდა.

პორტუს ოფიციალური განცხადებით, ამჟამად ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მას დარჩენილი სეზონის გამოტოვება მოუწევს.