კასილიასი დეკემბერში ტესტებს გაივლის ფეხბურთში დასაბრუნებლად
კასილიასი დეკემბერში ტესტებს გაივლის ფეხბურთში დასაბრუნებლად

„პორტუს“ მეკარე იკერ კასილიასი ჯერ ისევ იმედოვნებს მინდორზე დაბრუნებას. როგორც პორტუგალიური გამოცემა „ა ბოლა“ (A Bola) წერს, 38 წლის ესპანელი დეკემბერში გაივლის სამედიცინო და ფიზიკურ ტესტებს, რათა გაარკვიოს – შეძლებს თუ არა ისევ ითამაშოს „პორტუს“ რიგებში მაისში გადატანილი ინფარქტის შემდეგ.

კასილიასს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია კარიერის დასრულების შესახებ და ივლისში ვარჯიშებს შეუდგა, „პორტუმ“ კი ის ახალი სეზონის განაცხადში შეიყვანა. თუმცა, ესპანელის მატჩებში მონაწილეობაზე ჯერ ლაპარაკიც არ არის.