კარლოს ტევესმა თავისი გამოსათხოვარი მატჩისთვის იდეალური შემადგენლობა დაასახელა
„ბოკა ხუნიორსის“ ფორვარდს, კარლოს ტევესს შესთავაზეს აერჩია გუნდის შემადგენლობა თავისი შესაძლო გამოსათხოვარი მატჩისთვის.
„მე რომ 11 ფეხბურთელის არჩევის საშუალება მქონდეს გამოსათხოვარი მატჩისთვის, სია ასეთი იქნებოდა: ბუფონი, უგო იბარა, ფერდინანდი, ჰაინცე, ევრა, პირლო, სქოულზი, პოგბა, კრიშტიანო რონალდო, რუნი და მესი. მე რაც შემეხება… თავიდან სათადარიგოთა სკამზე ვიჯდები.
კარიერის გაგრძელებისთვის ყველა შესაძლებლობას ღიად ვტოვებ. გარანტიას ვიძლევი, რომ არგენტინაში მხოლოდ „ბოკა ხუნიორსში“ ვითამაშებ, მაგრამ „ვესტ ჰემში“ დაბრუნებას ვისურვებდი. ეს არის კლუბი, რომელშიც ყველაზე მეტად ვგრძნობდი ევროპული ფეხბურთის მიმართ დიდ სიყვარულს“, – განაცხადა 36 წლის ფორვარდმა.
კარლოს ტევესს „ბოკა ხუნიორსის“ გარდა „კორინთიანსში“, „ვესტ ჰემში“, „მანჩესტერ იუნაიტედში“, „მანჩესტერ სიტიში“, „იუვენტუსსა“ და „შანხაი შენხუაში“ უთამაშია.