კარიერის რეკორდი და მეხუთე ადგილი - მორის ყვითელაშვილი ფინალურ ეტაპზე გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის მე-5 საშეჯიბრო დღეს ფიგურულ ციგურაობაში დაიწყო ინდივიდუალური ასპარეზობა კაცებში, სადაც ქართველმა გამოცდილმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა მიიღო მონაწილეობა.
ყვითელაშვილი მაყურებლის წინაშე მოკლე პროგრამაში შესანიშნავად წარდგა, 97.98 ქულა დააგროვა და 30 სპორტსმენს შორის მე-5 ადგილი დაიკავა, რა შედეგითაც კვალიფიკაცია გადალახა და ფინალურ, თავისუფალ პროგრამაზე გავიდა, რომელიც 10 თებერვალს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 30 სპორტსმენიდან 24 საუკეთესო ხვდებოდა ფინალურ ეტაპზე, სადაც უკვე მედლები გათამაშდება.
მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე ამერიკის სახელით მოასპარეზე ნათან ჩენია, რომელსაც უნაკლო გამოსვლა ჰქონდა და 113.97 ქულა დაიმსახურა.