იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ჟურნალისტებთან საინტერესო თემებზე ისაუბრა და იგუაინის მომავლის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა.
„რონალდოს ტრანსფერმა ბებერი ქალბატონის რამდენიმე მოთამაშის მნიშვნელობა საგრძნობლად შეამცირა. პირველ რიგში, ამის ნათელ მაგალითს იგუაინი და დიბალა წარმოადგენენ. არგენტინელი ფორვარდის მომავალს რაც შეეხება, ის ზაფხულში იუვენტუსში დაბრუნდება, თუმცა მისი გაყიდვა აუცილებელია. საუკეთესო ვარიანტი იუვენტუსისთვის უდავოდ დე ლიხტია“ – განაცხადა კაპელომ.