კანავარო - ნომინანტებს შორის ხუთი იტალიელია, მაგრამ „ოქროს ბურთს“ მესის გადასცემენ #1TVSPORT
იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ფაბიო კანავარომ „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შესახებ ისაუბრა:
„ნომინანტთა შორის ხუთი იტალიელია – ეს ძალიან კარგი ნიშანია. ასეთი შემთხვევა 2006 წლის შემდეგ არ ყოფილა, როცა „ოქროს ბურთი“ მე გადმომცეს. ჟორჟინიო იმსახურებს ამ ჯილდოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ „ოქროს ბურთს“ ლიონელ მესის გადასცემენ, – ციტირებს კანავაროს სიტყვებს Football Italia.
მეკარეებისა და მცველებისთვის ამ ჯილდოს მოპოვება ყოველთვის რთულია. ჯანლუიჯის ექნება რამდენიმე შანსი, თუ თამაშს ასეთი შემართებით გააგრძელებს“.
France Football-მა წლის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად 30 კანდიდატი შეარჩია და მათ შორის ხუთი იტალიელია: დონარუმა, კიელინი, ბარელა, ბუნუჩი და ჟორჟინიო.