კანარის კუნძულებზე პოლიციელებმა სამი ტონა კოკაინი ამოიღეს
კანარის კუნძულებზე პოლიციელებმა სამი ტონა კოკაინი ამოიღეს

სამართალდამცველებმა ესპანეთში სამი ტონა კოკაინი ამოიღეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოპერაცია კანარის კუნძულებზე ჩატარდა. ეჭვმიტანილებმა ლათინური ამერიკიდან შესული გემებიდან ნარკოტიკულ ნივთიერება ორ ნავზე კუნძულებიდან სამი საზღვაო მილის დაშორებით გადატვირთეს, რის შემდეგაც, კოკაინის ხმელეთზე გადატანა სცადეს. სამართალდამცველებმა ოპერაცია სწორედ ამ დროს ჩაატარეს.

ნარკოტიკულ ნივთიერებასთან ერთად სამართალდამცველებმა ნავებიდან ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს და 13 ეჭვმიტანილი დააკავეს. მოგვიანებით, დანაშაულებრივი ქსელის გამოაშკარავების ფარგლებში მადრიდში კიდევ ერთი ოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც პოლიციამ კიდევ ოთხი ეჭვმიტანილი დააკავა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულების უმეტესობა ესპანეთის მოქალაქეა. ასევე არიან ურუგვაის და არგენტინის მოქალაქეები.

ესპანეთის სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ნარკომოვაჭრეები ლათინური ამერიკიდან შეტანილი კოკაინის გაყიდვას მთელი ევროპის მასშტაბით გეგმავდნენ.