კალინინგრადის ცენტრში მამაკაცმა ორი ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა
რუსეთში, კალინინგრადის ცენტრში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და ორი ადამიანი მოკლა.
რუსული მედიის ცნობით, მომხდარიდან მოკლე ხანში, ბოროტმოქმედმა თავის მოკვლა სცადა. ის რეანიმაციაში მოათავსეს, სადაც გარდაიცვალა.
ტელეკომპანია „დოჟდის“ ინფორმაციით, დაღუპულია ცოლ-ქმარი, მათი 13 წლის შვილი კი დაჭრილია. რუსული მედია წერს, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.