კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან. ამის შესახებ ინფორმაციას ლოს ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტი ავრცელებს.
ხანძარი ტოპანგას კანიონსა და სანტა მარიას გზის გასწვრივ ადგილობრივი დროით 15:45 საათზე გაჩნდა.
სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის 50 ჰექტარამდე ტყის მასივია დამწვარი.
ტოპანგას კანიონი და მიმდებარე გზატკეცილი დაკეტილია. კალიფორნიის გზატკეცილის პატრულმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.