კალიფორნიაში, მუსიკალურ ბარში ცეცხლი 28 წლის ყოფილმა საზღვაო ქვეითმა გახსნა

19:57, 08.11.2018

კალიფორნიაში, მუსიკალურ ბარში ცეცხლი 28 წლის ყოფილმა საზღვაო ქვეითმა, იან დევიდ ლონგმა გახსნა. ამის შესახებ კალიფორნიის პოლიციაში განაცხადეს.

CNN-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი 2008-2013 წლებში საზღვაო ქვეითთა კორპუსში მსახურობდა.

იან დევიდ ლონგი ბარში 45 კალიბრიანი Glock-ის ტიპის იარაღით ისროდა. კალიფორნიის პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელმა ბარის ტერიტორიაზე სამართალდამცველების შესვლის დროს თავი მოიკლა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მუსიკალურ ბარში სროლა ადგილობრივი დროით 23:20 საათზე დაიწყო. თვითმხილველები აცხადებენ, რომ შეიარაღებულმა მამაკაცმა თავდაპირველად ბარის დაცვის თანამშრომელს ესროლა, შემდეგ კვამლის ყუმბარა გადააგდო და სროლა გააგრძელა. საერთო ჯამში თავდამსხმელმა 30-ჯერ გაისროლა. სროლის შედეგად 12 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციის ოფიცერი დაიღუპა.

მსგავსი