პორტუგალიაში საბინაო კრიზისის გამო საპროტესტო აქციები გრძელდება

23:31, 14.11.2026

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, საცხოვრებელი სახლების გაძვირების წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებმა მსვლელობა გამართეს და ხელისუფლებას ქვეყანაში გამწვავებული საცხოვრებელი კრიზისის მოგვარებისკენ მოუწოდეს.

პორტუგალია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საცხოვრებელი კრიზისის წინაშე დგას. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ახალგაზრდები არიან, რადგან ხელფასების ზრდა საცხოვრებლის ფასების ზრდას ვერ ეწევა.

2017 წლის შემდეგ ქვეყანაში საცხოვრებელი სახლების ფასები გაორმაგდა, ხოლო ახალი საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ქირის ღირებულება თითქმის ორჯერ გაიზარდა.

საცხოვრებლის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია Habita-ს წარმომადგენლის, რიტა სილვას განცხადებით, პრობლემის მოსაგვარებლად ბაზრის რეგულირებაა საჭირო და არა მხოლოდ წამახალისებელი ზომების შემოღება.

მსგავსი დემონსტრაციები იმართება ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც, სადაც მოსახლეობა საცხოვრებლის დეფიციტსა და ქირის მკვეთრ ზრდას აპროტესტებს.

მსგავსი