კახი ასანიძის ანგარიშზე ევროპის ჩემპიონატზე 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია [ვიდეო] #1TVSPORT
ტირანაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 73 კგ. წონით კატეგორიაში კახი ასანიძემ ორჭიდის ჯამში 326 კგ. დააფიქსირა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
საქართველოს ნაკრების წევრმა ატაცში 144/150 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალი მოიგო.
ძალოსანმა აკვრაში ჯერ 172, შემდეგ კი 176 კგ. დააფიქსირა და მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.
კიდევ ერთი ვერცხლის მედალი კახი ასანიძემ ორჭიდის ჯამში 326 კგ-ით დაისაკუთრა.
მედლებთან ერთად კახი ასანიძემ საქართველოს რეკორდი დაამყარა. ძალოსანმა ატაცში საქართველოს რეკორდი 2 კგ-ით გააუმჯობესა, რომელიც კახიმ შარშან ევროპის ჩემპიონატზე დაამყარა.