კახი ასანიძემ ევროპის ჩემპიონატი ორჭიდის ჯამში მერვე ადგილზე დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს 73 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა, კახი ასანიძემ იასპარეზა.

ასანიძემ ატაცში 151 კგ დაძლია და პირველ მოძრაობაში მეოთხე შედეგი აჩვენა. აკვრაში მან 175 კგ დააფიქსირა და მეცხრე იყო.

ორჭიდის ჯამში კახი ასანიძის შედეგი 326 კგ-ია, რითიც ის მერვე ადგილზე გავიდა.