კახა კალაძე - მინდა, მადლობა გადავუხადო სააკაშვილს, ვერავინ შეძლებდა საკუთარი პარტიისა და კანდიდატის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას, ამ ნაბიჯით „გააფარჩაკა“ პარტია და სამწუხაროდ, თავისი კანდიდატიც
კახა კალაძე - მინდა, მადლობა გადავუხადო სააკაშვილს, ვერავინ შეძლებდა საკუთარი პარტიისა და კანდიდატის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას, ამ ნაბიჯით „გააფარჩაკა“ პარტია და სამწუხაროდ, თავისი კანდიდატიც

მინდა, მადლობა გადავუხადო სააკაშვილს, ვერავინ შეძლებდა საკუთარი პარტიისა და კანდიდატის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას, ამ ნაბიჯით „გააფარჩაკა“ პარტია და სამწუხაროდ, თავისი კანდიდატიც, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გავრცელებული ვიდეოები იყო მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს. ასე ვერავინ შეძლებდა საკუთარი პარტიის, კანდიდატის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას. ამისთვის მას ძალიან დიდი მადლობა. დანარჩენი ხვალ, დაველოდოთ არჩევნებს. ყველაფერი იქნება წყნარად. ვერავინ გააფუჭებდა თავის პარტიას და თავის კანდიდატს ასე, როგორც სააკაშვილმა გააკეთა. ეს იყო მცდელობა, საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, თითქოს მიშა არის ბათუმში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ გადადგმული ნაბიჯით „გააფარჩაკა“ საკუთარი პარტია და სამწუხაროდ, თავისი კანდიდატი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.