კაჭარავას გოლი, მიქელთაძის საგოლე - კვიპროსში ქართველები ათამაშდნენ
ნიკა კაჭარავამ და ბექა მიქელთაძემ კვიპროსში თავი ისვე გამოიჩინეს – კვიპროსის სუპერლიგის მე–17 ტურში „ანორთოსისი“ საკუთარ მოედანზე პარალიმნის „ენოსისთან“ შეხვედრის მეორე წუთზე სწორედ ქაღტველების შეტევით დააწინაურდა.
აღსანიშნავია, რომ კარი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა კაჭრავამ აიღო, ხოლო საგოლე გადაცემა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა ბექა მიქელთაძემ შეასრულა. ორივე ქართველი ფამაგუსტელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, კაჭარავა 86-ე წუთზე შეცვალეს და „ანორთოსისმა“ 2:0 გაიმარჯვა. პარალიმნელთა ძირითადში ასევე შეუცვლელად ირაკლი მაისურაძემ ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ზედიზედ სამჯერ შეხვდებიან: 4 დღის წინ მათ იგივე არენაზე კვიპროსის თასის მეორე ეტაპის მატჩი გამართეს, რომელშიც „ენოსისმა“ 3:2 იმარჯვა – მაშინ გოლი მიქელთაძემ გაიტანა. განმეორებითი მატჩი 23 იანვარს პარალიმნში ჩატარდება
17 ტურის შემდეგ „ანორთოსისმა“ 27 ქულა დააგროვა, მე–4 ადგილზეა და ევროპის ლიგაზე მოხვედრის რეალური კანდიდატია.