კაჭარავამ პოლონეთში სამედიცინო გამოკვლევა გაიარა
კაჭარავამ პოლონეთში სამედიცინო გამოკვლევა გაიარა

საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა პარასკევს დილით პოლონეთში ჩაფრინდა და მცირე დასვენების შემდეგ პოლონეთის ვიცე-ჩემპიონ პოზნანისლეხში“ სამედიცინო გამოკვლევა გაიარა – ინფორმაციას გუნდის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„ექიმების დადებითი დასკვნის შემდეგ, „ლეხი“ კაჭარავას კლუბ ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს – კონტრაქტი ერთწლიანი იქნება და ამ პერიოდის შემდეგ ტრანსფერის გამოსყიდვის შესაძლებლობას ითვალისწინებს. 26 წლის ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების მოთამაშეა, სადაც მან 19 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა, მათ შორის ერთი კვირის წინ ერთა ლიგაში ესტონეთთან (1:0)“ – წერს პოზნანისლეხის“ ოფიციალური გვერდი.

ნიკა კაჭარავამ ბოლო ორი სეზონი კვიპროსის ფამაგუსტას „ანორთოსისში“ გაატარა, 44 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა. პოლონეთში ის აქამდეც თამაშობდა – 2017/18 წლების სეზონში, კელჩესკორონაში“ 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.