მჩატე წონაში UFC-ის ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა გამოწვევა ესროლა მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს კრივში, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელ ფლოიდ მეივეზერს. რუსმა მის წინააღმდეგ ბრძოლაში გასვლა შესთაზა ამერიკელს.
„მოდი, ფლოიდ! მზად ვარ ბრძოლისთვის: 50-0 27-0-ის წინააღმდეგ. ჩვენ არასოდეს წაგვიგია. რატომაც არა? მოდი! ამ ჯუნგლებში მხოლოდ ერთი მეფეა – ეს მე ვარ, რადგან შევძელი კონორის წაქცევა, მან – ვერა. მე ეს იოლად გავაკეთე“, – მიმართა ნურმაგომედოვმა მეივეზერს თავისი მენეჯერის, დეჟუან ბლეიკის „ინსტაგრამის“ მეშვეობით.
შეგახსენებთ, რომ ნურმაგომედოვმა MMA-ში ტიტული დაიცვა, როცა მეოთხე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა კონორ მაკგრეგორი. უფრო ადრე, ირლანდიელმა საკრივო ორთაბრძოლაში წააგო მეივეზერთან.