ჯოზეფ ბორელი - რუსეთი, მისი ხელმძღვანელობა, ვინც კავშირშია „რეფერენდუმებთან“ და უკრაინაში სხვა დარღვევებთან, პასუხისგებაში იქნება მიცემული, დამატებითი სანქციების საკითხს განვიხილავთ
ჯოზეფ ბორელი - რუსეთი, მისი ხელმძღვანელობა, ვინც კავშირშია „რეფერენდუმებთან“ და უკრაინაში სხვა დარღვევებთან, პასუხისგებაში იქნება მიცემული, დამატებითი სანქციების საკითხს განვიხილავთ

თუკი რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმებს“ ჩაატარებს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი არ გამორიცხავს, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები გაფართოვდეს.

„რუსეთი და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობდა, ყველა, ვინც კავშირშია ამ „რეფერენდუმებთან“ და უკრაინაში სხვა საერთაშორისო ნორმების დარღვევასთან, პასუხისგებაში იქნება მიცემული და ბრიუსელი ასევე დამატებითი სანქციების საკითხს განიხილავს“, – განაცხადა ბორელმა.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის ტერიტორიებზე რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები 23-27 სექტემბერს გაიმართება.