ჯოზეფ ბორელი მოუწოდებს ევროკავშირის წევრებს გაერო-ს უშიშროების საბჭოში, მხარი დაუჭირონ ანტონიუ გუტერეშის მოწოდებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ
ჯოზეფ ბორელი მოუწოდებს ევროკავშირის წევრებს გაერო-ს უშიშროების საბჭოში, მხარი დაუჭირონ ანტონიუ გუტერეშის მოწოდებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი მოუწოდებს ევროკავშირის წევრებს გაერო-ს უშიშროების საბჭოში, მხარი დაუჭირონ გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის მოწოდებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

„მე ვთხოვ ევროკავშირის წევრებს გაერო-ს უშიშროების საბჭოში და თანამოაზრე პარტნიორებს, რომ დაუჭირონ მხარი გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებას. გაერო-ს უშიშროების საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა თავიდან აიცილოს ჰუმანიტარული კატასტროფა ღაზაში“, – წერს ბორელი „ტვიტერზე“.