ჯოზეფ ბორელი – ისრაელმა უარი უნდა თქვას რაფაჰში სახმელეთო ოპერაციაზე, ევროკავშირმა საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად უნდა იმოქმედოს ასეთი სცენარის აღსაკვეთად
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი რაფაჰში ევაკუაციის გამოცხადებას დაუშვებლად მიიჩნევს.
ბორელის თქმით, ეს უფრო მეტი ომისა და შიმშილის მომასწავებელია.
„ისრაელმა უარი უნდა თქვას სახმელეთო ოპერაციაზე და შეასრულოს გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს 2728 რეზოლუცია. ევროკავშირს, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, შეუძლია და უნდა იმოქმედოს ასეთი სცენარის აღსაკვეთად“, – წერს ბორელი.
ისრაელის სამხედროებმა რაფაჰის აღმოსავლეთ ნაწილში მყოფ პალესტინელებს ახლომდებარე „ჰუმანიტარულ ზონაში“ ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
„ისრაელის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ მუშაობას ომის მიზნების განსახორციელებლად“, – აღნიშნულია მათ განცხადებაში.
Israel’s evacuation orders to civilians in Rafah portend the worst: more war and famine. It is unacceptable.
Israel must renounce to a ground offensive and implement UNSCR 2728.
The EU, with the International Community, can and must act to prevent such scenario.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) May 6, 2024