ისრაელის სამხედროებმა რაფაჰის აღმოსავლეთ ნაწილში მყოფ პალესტინელებს ახლომდებარე „ჰუმანიტარულ ზონაში“ ევაკუაციისკენ მოუწოდეს
ისრაელის სამხედროებმა რაფაჰის აღმოსავლეთ ნაწილში მყოფ პალესტინელებს ახლომდებარე „ჰუმანიტარულ ზონაში“ ევაკუაციისკენ მოუწოდეს

ისრაელის სამხედროებმა რაფაჰის აღმოსავლეთ ნაწილში მყოფ პალესტინელებს ახლომდებარე „ჰუმანიტარულ ზონაში“ ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

აღნიშნული განცხადება ისრაელის მხარემ სოციალურ ქსელში გრაფიკასთან ერთად გაავრცელა, რომელიც ასახავს მარშუტს რაფაჰიდან ჰუმანიტარულ ზონამდე. ისრაელის განცხადებით, ისინი აფართოებენ ჰუმანიტარულ ზონას, რომელიც მოიცავს საველე ჰოსპიტლებს, საკვებს, სასმელს, მედიკამენტებსა და კარვებს.

„ისრაელის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ მუშაობას ომის მიზნების განსახორციელებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა აღნიშნა, რომ „ჰამასი“ ზავის საკითხს სერიოზულად არ უყურებს, რაც, გალანტის თქმით, ნიშნავს იმას, რომ ისრაელი უახლოეს პერიოდში დაიწყებს სამხედრო მოქმედებებს რაფაჰში.