სუპერმძიმეწონითი კატეგორიის ვარსკვლავმა, ბრიტანელმა ენტონი ჯოშუამ დაადასტურა ბრძოლის გამართვა ამერიკელი დეონტეი უაილდერის წინააღმდეგ.
„დიახ, ბრძოლა უაილდერის წინააღმდეგ შედგება. ამის შესახებ საჯაროდ ვაცხადებ. ჩვენ მოვილაპარაკეთ და რინგზე ერთმანეთს დეკემბერში შევხვდებით“, – მოჰყავს ჯოშუას სიტყვები IFL TV-ის.
ენტონი ჯოშუამ პროფესიულ რინგზე 28 ბრძოლა ჩაატარა და 25 მოიგო, უაილდერის ანგარიშზე 43 მოგებაა 46 ბრძოლაში. ორივეს კარიერაში სამ-სამი წაგება აქვს.