ჯორჯ სოროსი - ჩინეთი და აშშ ცივი ომის მდგომარეობაში იმყოფებიან, რომელიც შესაძლოა, მალე ცხელ ფაზაში გადავიდეს
ჩინეთი და აშშ ცივი ომის მდგომარეობაში იმყოფებიან, რომელიც შესაძლოა, მალე ცხელ ფაზაში გადავიდეს – ამის შესახებ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, მილიარდერმა, ჯორჯ სოროსმა განაცხადა.
სოროსის თქმით, ჩინეთთან დამოკიდებულებაში ეფექტური პოლიტიკა რთული, დეტალური და პრაქტიკული უნდა იყოს, რომელიც მოიცავს აშშ-ის ეკონომიკურს პასუხს პროექტ „ერთი სარტყელი – ერთი გზა“-სთან მიმართებაში. ჯორჯ სოროსმა ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინს ღია საზოგადოების ყველაზე სახიფათო ოპონენტი უწოდა და აღნიშნა, რომ ჩინეთის ხელისუფლების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უკიდურესი საფრთხის შემცველია.
„ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტროლის მექანიზმები ტოტალიტარულ რეჟიმებს ღია საზოგადოებებზე დიდ უპირატესობას ანიჭებს. ჩინეთი ქმნის მონაცემთა ცენტრალურ ბაზას, რომელიც ალგორითმებს გამოიყენებს, რათა დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა კონკრეტული ადამიანი საფრთხეს ერთპარტიული სისტემისთვის. ვფიქრობ, სოციალური რეიტინგის სისტემა საშიში და ამაზრზენია“, – აღნიშნა სოროსმა.
მილიარდერმა ბიზნესმენმა დემოკრატიის კიდევ ერთ მტრად რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დაასახელა.