ჯორჯ ფორმენმა ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონოსანი დაასახელა
ჯორჯ ფორმენმა ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონოსანი დაასახელა

ლეგენდარულმა ამერიკელმა ჯორჯ ფორმენმა ცნობილ კომენტატორ მაქს კელერმანთან საუბარში განაცხადა, თუ ვინ მიაჩნია ყველა დროის საუკეთესო სუპერმძიმეწონოსნად.

„მე მართლაც ვაღმერთებ მაიკ ტაისონს. ის არ იყო მაღალი და მსხვილი, მაგრამ მაიკს შეეძლო სწრაფად დაერტყა მეტოქისთვის, ძალიან სწრაფად. მისი ფეხების მუშაობა საოცარი იყო. როცა ტაისონი მწვერვალზე იყო, მას ვერავინ მოუგებდა. მაიკს კიდევ ოთხი წლით რომ გაეგრძელებინა მოგებების სერია, მე მას მეორე ადგილზე დავაყენებდი ჯო ლუისის შემდეგ. არ არსებობდა ისეთი დარტყმა, რომლის შემდეგაც ლუისი დაკარგავდა ბალანსს. ის ერთი დარტყმით გიჭერდა, შემდეგ კიდევ ოთხს უმატებდა. ვერავინ აკეთებდა ამას ვერც მანამდე და ვერც შემდეგ“.