აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უფროსი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მედიის ცნობით, ინფორმაცია მისმა შვილმა, ასევე აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უმცროსმა დაადასტურა.
ჯორჯ ბუში უფროსი აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი იყო. ის პოლიტიკური კარიერის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა. მათ შორის, იყო აშშ-ის ელჩი ჩინეთში, 8 წლის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად.
ჯორჯ ბუში უფროსი აშშ-ს ცივი ომის პერიოდში მართავდა. მან დიდი წვლილი შეიტანა ამ ომის დასრულებაში.
აშშ-ის 41-ე პრეზიდენტს პარკინსონის დაავადება ჰქონდა, თუმცა სიცოცხლის ბოლო წლებშიც აქტიურად მონაწილეობდა საჯარო ღონისძიებებში.