ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალებას მსოფლიო ლიდერები Twitter-ზე ეხმაურებიან
ჯორჯ ბუში უფროსის გარდაცვალებას მსოფლიო ლიდერები მიკრობლოგ Twitter-ზე ეხმაურებიან. ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტს განსაკუთრებულ მადლობას გერმანია უხდის. ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯორჯ ბუში უფროსი გერმანიის ერთიანობის არქიტექტორად მოიხსენია.
1989, als die Blöcke wankten und die jahrzehntelange Konfrontation zu bröckeln begann, ergriff #GeorgeHWBush mutig die Chance zur Beendigung des Kalten Krieges. Auch er ist Architekt der deutschen Einheit. Wir trauern um einen großen Staatsmann und einen Freund Deutschlands.
— Heiko Maas (@HeikoMaas) December 1, 2018
„ჩვენ ვგლოვობთ დიდებული სახელმწიფო მოღვაწის გარდაცვალებას. 1989 წელს, როდესაც მრავალწლიანმა კონფრონტაციამ ნგრევა დაიწყო, მან მამაცურად გამოიყენა შესაძლებლობა, რათა დასრულებულიყო ცივი ომი. ის გერმანული ერთიანობის არქიტექტორია“, – აღნიშნავს სამძიმრის წერილში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი კი ჯორჯ ბუშ უფროსს მისი ქვეყნის ნამდვილ მეგობრად მოიხსენიებს.
President Bush was a true friend to the UK and the trusted counterpart and confidant of two Prime Ministers. His statesmanship, wisdom and friendship will be much missed and today we send our deepest condolences to his family and to the American people.
— Theresa May (@theresa_may) December 1, 2018
„მისი გამორჩეული კარიერის ყველა ეტაპზე პრეზიდენტი თავის მეგობრებთან, პარტნიორებთან და კოლეგებთან ერთად მუშაობდა. დღეს, დიდი ბრიტანეთი იხსენებს დიდებულ სახელმწიფო მოღვაწეს და ჩვენი ქვეყნის მეგობარს. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ამერიკელი ხალხის და ჯორჯ ბუში უფროსის ოჯახის მიმართ“, -აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
ნატო-ს გენერალური მდივანი კი აშშ-ის 41-ე პრეზიდენტს ცივი ომის შემდეგ დაწყებული პერიოდის არქიტექტორს უწოდებს.
When the iron curtain came down the world needed politicians with visions & will. President George H.W. Bush was capable & committed. He seized the moment and shaped history. He will be remembered as one of the architects of the post-cold war era and as a true trans-Atlantist.
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) December 1, 2018
„როდესაც რკინის ფარდა დაეცა, მსოფლიოს სჭირდებოდა პოლიტიკოსები, რომლებსაც განსაკუთრებული ხედვა და ნება ექნებოდათ. ჯორჯ ბუშმა კი ეს ყველაფერი შეძლო. მან მომენტი გამოიყენა და ისტორიაზე გავლენა მოახდინა. ჯორჯ ბუში უფროსი ისტორიას დარჩება, როგორც ცივი ომის შემდეგ არსებული პერიოდის არქიტექტორი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა სამძიმრის წერილში.