ჯორჯ ბუში უფროსი ჰიუსტონის საავადმყოფოდან გაწერეს
ჯორჯ ბუში უფროსი ჰიუსტონის საავადმყოფოდან გაწერეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი ქალაქ ჰიუსტონის საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაცია ბუშების ოჯახის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯიმ მაკგრატმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გაწერილია ჰოსპიტალიდან ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობის გავლის შემდეგ. მისი ექიმები აცხადებენ, რომ თავს კარგად გრძნობს და მოხარულია სახლში დაბრუნებით“, – წერს ოჯახის წარმომადგენელი „ტვიტერში“.

93 წლის ბუში საავადმყოფოში სისხლის ინფექციის გამო მისი მეუღლის ბარბარა ბუშის დაკრძალვიდან მეორე დღეს – 22 აპრილს მოხვდა.