ჯორჯ ბუში უფროსი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ჯორჯ ბუში უფროსი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის ჰიუსტონის კლინიკაში იმყოფება. ბუშს ინფექცია შეეჭრა და სისხლში გავრცელდა. ექიმების განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს.

93 წლის ჯორჯ ბუში უფროსი, შაბათს მეუღლის, ბარბარა ბუშის დაკრძალვაზე გამოჩნდა.