ჯორდანი სათავეში ჩაუდგა ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა რეიტინგს, რონალდო მეხუთეა, მესი - მერვე #1TVSPORT
ინტერნეტ-გამოცემა Sportico-მ წარმოადგინა ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგი. სიის შედგენისას ითვალისწინებდნენ არა მხოლოდ ხელფასს ან ჰონორარს, არამედ შემოსავლებს რეკლამისგან, მათ შორის, კარიერის დასრულების შემდეგ.
საერთო შემოსავლები კორექტირებული იქნა ინფლაციის გათვალისწინებით.
- მაიკლ ჯორდანი (კალათბურთი) – 2.62 მლრდ.
- ტაიგერ ვუდსი (გოლფი) – 2,1 მლრდ.
- არნოლდ პალმერი (გოლფი) – 1,5 მლრდ.
- ჯეკ ნიკლაუსი (გოლფი) – 1,38 მლრდ.
- კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) – 1,24 მლრდ.
- ფლოიდ მეივეზერი (კრივი) – 1,2 მლრდ.
- ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 1,17 მლრდ.
- ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 1,14 მლრდ.
- მიხაელ შუმახერი (ფორმულა 1) – 1,13 მლრდ.
- როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 1,12 მლრდ.