ჯორდან ჰენდერსონი კარიერას საუდის არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს #1TVSPORT
„ლივერპულის“ კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი კარიერას საუდის არაბეთის ჩემპიონატში, „ალ ეტიფაქის“ შემადგენლობაში გააგრძელებს.
„ალ ეტიფაქში“ ცოტა ხნის წინ მთავარ მწვრთნელად ასევე „ლივერპულის“ ლეგენდა და კაპიტანი – სტივენ ჯერარდი დაინიშნა, რომელთან ერთადაც ჰენდერსონს ინგლისური გრანდის შემადგენლობაში ნათამაშები აქვს.
საუდის არაბეთის ჩემპიონატის წარმომადგენელი „ლივერპულს“ 33 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონ ფუნტს გადაუხდის, ხოლო ინგლისელი მოთამაშე ანაზღაურების სახით კვირაში, დაახლოებით, 917 000 დოლარს მიიღებს.
როგორც ცნობილი ხდება, ჰენდერსონი იურგენ კლოპის გეგმებში ახალი სეზონისთვის აღარ შედიოდა. „ლივერპულმა“ „ბრაიტონიდან“ – ალექსის მაკ ალისტერი, ხოლო „ლაიფციგიდან“ დომინიკ შობოშლაი დაიმატა ნახევარდაცვის გასაძლიერებლად.
ჯორდან ჰენდერსონი მერსისაიდული გუნდის წევრი 2011 წლიდან იყო, მან 12 წლის განმავლობაში რვა ტიტული მოიპოვა, მათ შორის მოიგო პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა.