პრემიერლიგის გულშემატკივრებმა წლის ფეხბურთელად სალაჰი დაასახელეს
პრემიერლიგის გულშემატკივრებმა წლის ფეხბურთელად სალაჰი დაასახელეს

„ლივერპულის“ ფორვარდი მოჰამედ სალაჰი ინგლისის ჩემპიონატის ფანებმა წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

გამოკითხვას გაზეთი „მირორი“ ატარებდა. პრეტენდენტების სია სპორტის მიმომხილველებმა შეადგინეს, საუკეთესო კი გულშემატკივრების ხმების რაოდენობით შეირჩა.

პრემიერლიგის რჩეული ფეხბურთელების ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. მოჰამედ სალაჰი – „ლივერპული“

2. ჯეკ გრილიში – „ასტონ ვილა“

3. მარკუს რეშფორდი – „მანჩესტერ იუნაიტედი“

4. კევინ დე  ბრუინი – „მანჩესტერ სიტი“

5. ჯორდან ჰენდერსონი –  „ლივერპული“