„იუვენტუსი“ ჯორდან ჰენდერსონით ინტერესდება #1TVSPORT
LONDON, ENGLAND – APRIL 04: Ngolo Kante of Chelsea controls the ball while under pressure from Jordan Henderson of Liverpool during the Premier League match between Chelsea FC and Liverpool FC at Stamford Bridge on April 04, 2023 in London, England. (Photo by Clive Rose/Getty Images)
„იუვენტუსი“ სერიოზულად განიხილავს „ლივერპულის“ ყოფილი ნახევარმცველის ჯორდან ჰენდერსონის იჯარის შესაძლებლობას, – წერს გამოცემა Football Italia. ბოლო პერიოდში ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ ინგლისელ ფეხბურთელს სასწრაფოდ სურს საუდის არაბეთის დატოვება, სადაც „ალ-იტიფაკში“ თამაშობს.
ტურინულ კლუბს, რომელიც ნახევარდაცვის გაძლიერებაზე ფიქრობს, უკვე ჰქონდა მოლაპარაკებები 33 წლის ფეხბურთელთან იჯარის თაობაზე. ამ ინფორმაციას Sky Sport Italia და Corriere dello Sport ადასტურებენ.
ასევე აღნიშნავენ, რომ მხარეებს შორის არის უთანხმოება პოტენციური გარიგების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. კლუბს სურს იჯარა სეზონის ბოლომდე, ჰენდერსონი კი ეძებს 18-თვიანი კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობას.
„იუვენტუსს“ გააჩნია ალტერნატიული ვარიანტი – ტურინელები აწარმოებენ მოლაპარაკებებს „უდინეზეს“ ნახევარმცველთან ლაზარ სამარჯიჩთან. ასევე აქვს სხვა ვარიანტები ჰენდერსონსაც, მაგალითად, „აიაქსის“ და „ბრაიტონის“.