ჯორდან ჰენდერსონი „აიაქსში“ გადავიდა #1TVSPORT
ჯორდან ჰენდერსონი „აიაქსში“ გადავიდა #1TVSPORT

ამსტერდამის „აიაქსმა“ ოფიციალურად გამოაცხადა „ლივერპულის“ ყოფილი ნახევარმცველის, ჯორდან ჰენდერსონის გაფორმების შესახებ.

ინგლისელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი გაწყვიტა საუდის არაბეთის „ალ-იტიფაკთან“ და თავისუფალი აგენტის სტატუსით 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა ხელშეკრულება ნიდერლანდურ კლუბთან.

33 წლის ჰენდერსონი „აიაქსში“ მეექვსე ნომრით ითამაშებს. მიმდინარე სეზონში ჰენდერსონმა „ალ-იტიფაკის“ რიგებში 17 მატჩი ჩაატარა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.