ჯონს ჯონსმა ალექს პერეირასთან შესაძლო დაპირისპირების შესახებ ისაუბრა #1TVSPORT
მძიმე წონაში UFC-ის ჩემპიონმა, ჯონ ჯონსმა ქვემძიმე წონით დივიზიონის ქამრის მფლობელის, ალექს პერეირას წინააღმდეგ პოტენციური ორთაბრძოლის შესახებ ისაუბრა.
ამერიკელი და ბრაზილიელი ჩემპიონების შესაძლო დაპირისპირებაზე ხშირად წერენ, რადგან ეს შერეული ორთაბრძოლების მოყვარულების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.
ჯონ ჯონსი: „მძიმე წონაში ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა მაგარი იყო, მაგრამ ამ ტიტულის დათმობა ისევე ადვილად შემიძლია, როგორც ეს ქვემძიმე წონაში გავაკეთე.
სიამოვნებით წავიდოდი მწვერვალზე მყოფი, ჯანმრთელობასაც შევინარჩუნებდი და არც ფულის ნაკლებობას განვიცდი. თუმცა პერეირასთან ბრძოლა ძალიან საინტერესოა. ჩვენ ორ-ორი ტიტული გვაქვს ორ წონით კატეგორიაში და მესამე ტიტულისთვის ბრძოლა მართლაც ძალიან მაგარი ამბავი იქნება“.