ჯონდი ბაღათურია - ხელისუფლება ცდილობს, „ნაცმოძრაობას“ სახე შეუნარჩუნოს
ჯონდი ბაღათურია - ხელისუფლება ცდილობს, „ნაცმოძრაობას“ სახე შეუნარჩუნოს

„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია სოციალურ ქსელში ეხმიანება შეხვედრას, რომელიც დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის იმართება.

„ხელისუფლება ცდილობს „ნაცმოძრაობას“ სახე შეუნარჩუნოს.

ნამდვილი სახე კი არა, ის რაც ყველამ ვიცით, არამედ უფრო შელამაზებული, თან კიდევ ერთხელ დაუდგინოს „მთავარი ოპოზიციის“ სტატუსი, ახლა ზუსტად ამ წუთებში კოსმეტიკას უკეთებენ.

დღევანდელი შეხვედრია მიზანიც სწორედ ეს არის, დანარჩენი უბრალოდ დეკორაცია, „დემოკრატიული დეკორაცია“, – წერს „ფეისბუქში“ ჯონდი ბაღათურია.

შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ 10:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.