ჯონ ჯონსმა საუკეთესო მებრძოლებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
ჯონ ჯონსმა საუკეთესო მებრძოლებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა

ჯონ ჯონსმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესოა. „ბოუნსმა“ დაასახელა ის მებრძოლი, რომელიც საუკეთესოს წოდებასთან მას შემდეგ ყველაზე ახლოს არის.

გულშემატკივრები და ანალიტიკოსები ბევრს კამათობენ ამ საკითხთან დაკავშირებით. ნაწილს მიაჩნია, რომ ყველა დროის საუკეთესო ჯონ ჯონსია, ნაწილი კი თვლის, რომ ამ წოდებას ხაბიბ ნურმაგომედოვი იმსახურებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯონსი სატიტულო ბრძოლებში მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით მართლაც გამორჩეულია – 14 გამარჯვება და არცერთი მარცხი.

ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის „მეფემ“ სოციალურ ქსელში თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა და 10 საუკეთესო მებრძოლის სია გამოაქვეყნა.

„თუ მიიჩნევთ, რომ თქვენი ფავორიტი მებრძოლი მსოფლიოში საუკეთესოა და ის ჩემს გამოქვეყნებულ სიაში არ არის, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ სილა შემოირტყათ სახეში.“

ხაბიბ ნურმაგომედოვს სატიტულო ბრძოლებში სულ 4-ჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული. ამდენივე მოგება აქვს საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონ ისრაელ ადესანიას.

ჯონსის სიაში მეორე და მესამე ადგილებს ჯორჯ სენ პიერი და დემეტრიუს ჯონსონი იყოფენ. „ბოუნსის“ აზრით მის შემდეგ საუკეთესოს წოდების მიღებასთან ყველაზე ახლოს სიაში მერვე ადგილზე მყოფი ამანდა ნუნესია. საუკეთესო ბრაზილიელ ქალ მებრძოლს სატიტულო ბრძოლებში შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს – 7 მოგება და არც ერთი მარცხი.