ჯოკოვიჩმა როლან გაროსის მესამე წრეში გააღწია
ჯოკოვიჩმა როლან გაროსის მესამე წრეში გააღწია

ოთახშაბათს, მეორე წრის მატჩი უწევდა ნოვაკ ჯოკოვიჩს და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სერბი ისევ არ არის ოპტიმალურ ფორმაში.

პირველ რაუნდში ჯოკოვიჩმა სამჯერ დათმო საკუთარი მოწოდება ბრაზილიელ დუტრა სილვასთან და ახლაც, იგივე სტატისტიკა ჰქონდა ნაკლებად ცნობილი ესპანელი ხაუმე მუნარის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, სერბმა ისევ სამ სეტში მოიგო – 7:6(1), 6:4, 6:4 და ამისთვის მან 2 საათი და 18 წუთი დახარჯა.

აღსანიშნავია, რომ ჩოგბურთელებს თანაბარი რაოდენობის ბრეიკ-პოინტები ჰქონდათ (7-7), მაგრამ ჯოკოვიჩმა შანსების უკეთ რეალიზება შეძლო. პირველ ორ სეტში ნოვაკს გაცილებით იოლად შეეძლო მოგება, მაგრამ ესპანელს უკუბრეიკის საშუალებას აძლევდა, მესამე სეტში კი პირველი ბრეიკ-პოინტი მუნარს ჰქონდა, რომელმაც შანსი ვერ გამოიყენა, ჯოკოვიჩმა კი მეშვიდე გეიმში მატჩში მეხუთე ბრეიკი აიღო და ეს გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა.

მესამე რაუნდში ჯოკოვიჩს გაცილებით სერიოზული მეტოქე ეყოლება – მე-13 ნომრად განთესილი რობერტო ბაუტისტა-აგუტი.