ჯოკოვიჩი სეზონს რეიტინგის პირველ ნომრად კარიერაში მეექვსედ დაასრულებს
მსოფლიო რეიტინგის ლიდერი და დიდი სლემის ტურნირების 17-გზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი სეზონს პირველ ადგილზე დაასრულებს. სერბმა ამის გაკეთება უკვე მეექვსედ შეძლო.
ამ მაჩვენებლით იგი ლეგენდარულ ამერიკელ ჩოგბურთელს, პიტ სამპრასს გაუთანაბრდა.
შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩი სიის სათავეში 2011, 2012, 2014, 2015 და 2018 წლების სეზონში იყო.