ჯოკოვიჩი კვლავ მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია #1TVSPORT
ჯოკოვიჩი კვლავ მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია #1TVSPORT

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) მსოფლიოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც პირველ ადგილს ავსტრალიის ღია პირველობის ტრიუმფატორი ნოვაკ ჯოკოვიჩი იკავებს. სერბს 7070 სარეიტინგო ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ ესპანელ კარლოს ალკარასს (6730) მხოლოდ 340 ქულით უსწრებს. სიაში მესამე ნომერი სტეფანოს ციციპასია (6195), რომელმაც ავსტრალიის დიდი სლემის ტურნირის ფინალი ჯოკოვიჩთან წააგო. რეიტინგში მეოთხე ადგილს ნორვეგიელი კასპერ რუდი (5765) იკავებს, მეხუთეზე კი ანდრეი რუბლევია (4200).

6 – რაფაელ ნადალი (3815), 7 – ფელიქს როჟე-ალისიმი (3715), 8 – ტეილორ ფრიცი (3410), 9 -ჰოლგერ რუნე (3046), 10 – ჰუბერტ ჰურკაჩი (2995).

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან ცუდ ფორმაშია, მსოფლიო რეიტინგში 595 ქულით 87-ე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მეათედ მოიგო. სერბმა ჩოგბურთელმა ტურნირის ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში 6:3, 7:6, 7:6 დაამარცხა. ნოვაკმა დიდი სლემის 22-ე ტურნირი მოიგო, რითიც ის რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა.