ჯოკოვიჩი ბრაიანტზე - როდესაც რჩევა ან მხარდაჭერა მჭირდებოდა, ის ყოველთვის ჩემს გვერდით იყო (ვიდეო)
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ორი დღის წინ ტრაგიკულად დაღული კობი ბრაიანტის შესახებ ისაუბრა:
„არც კი ვიცი, რა ვთქვა. ეს სრული მოულოდნელობაა. კობი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია. ის, როგორც ჩემი, ასევე სხვა არაერთი სპორტსმენის შთაგონების წყარო იყო მთელს მსოფლიოში.
მე ბედნიერი ვარ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მასთან ურთიერთობა მქონოდა. როდესაც რჩევა ან მხარდაჭერა მჭირდებოდა, ის ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. ის ჩემი მასწავლებელი და ჩემი მეგობარი იყო“, – თქვა ცრემლმორეულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და სიტყვის დასრულება ემოციების გამო ვერ მოახერხა.