ჯოჯუას პირველობა, ჯობავას მესამე ადგილი
ჯოჯუას პირველობა, ჯობავას მესამე ადგილი

გასულ კვირას, ქართველმა მოჭადრაკეებმა საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებით ითამაშეს.

დავით ჯოჯუამ ესპანეთის ქალაქ ალმერიაში გამარჯვება მოახერხა. ის ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი და უდიდესი კონკურენციის მიუხედავად, ფავორიტის სტატუსი გაამართლა.

ცხრა ტურის შემდეგ, 7-7 ქულა ჰქონდა მოპოვებული ერთბაშად რვა მოჭადრაკეს და მათ შორის იყო ჯოჯუაც, რომელმაც ტურნირზე ხუთი პარტია მოიგო და ოთხი ყაიმით დაასრულა. მან დამატებითი მაჩვენებლებით მოიპოვა მთავარი პრიზი.

პარალელურად, რეიტინგის მიხედვით, მთავარი ქართველი მამაკაცი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა იტალიაში თამაშობდა ვერგანის თასზე და იქ მესამე ადგილი დაიკავა.

ჯობავამ ცხრა ტურში 6.5 ქულა მოაგროვა, რითაც კონკურენტებთან მეორე-მეოთხე პოზიციები გაიყო, დამატებითი მაჩვენებლებით კი მესამე ადგილი დაისაკუთრა. გამარჯვებული უნგრელი რიჩარდ რაპორტი გახდა.