ბრიტანული პრესის მიხედვით, ირლანდიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ახალ ზელანდიელი ჯო შმიდტი „მსოფლიო რაგბიში“ იმუშავებს და მისთვის ახალი პოსტი – მაღალი მიღწევების დირექტორის პოზიცია შეიქმნა.
როგორც ირკვევა, ახალ ზელანდიელი სპეციალისტის მთავარი ფუნქცია მატჩებზე დასაქმებული ოფიციალური პირების მართვა, სანაკრებო მწვრთნელებთან მუშაობა და მეორე/მესამე რანგის ქვეყნებში რაგბის განვითარებაზე ზრუნვაა.
ჟურნალისტები ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ შმიდტმა კარიერის ძირითადი ნაწილი ევროპაში გაატარა და შესანიშნავად ერკვევა, როგორც სამხრეთული რაგბის, ისე ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სპეციფიკაში. მისი ოფიციალური წარდგენა სექტემბრის შუა რიცხვებში იგეგმება.