ჯო ბაიდენმა კლიმატისა და ენერგეტიკის ჯგუფის ახალი წევრები წარადგინა
ჯო ბაიდენმა კლიმატისა და ენერგეტიკის ჯგუფის ახალი წევრები წარადგინა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კლიმატისა და ენერგეტიკის ჯგუფის ახალი წევრები წარადგინა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„ჩვენ კრიზისში ვართ. ისევე, როგორც „კოვიდ-19“-ის საპასუხოდ გვჭირდება ერთიანობა, საერთო ეროვნული რეაგირებაა საჭირო კლიმატის ცვლილებაზეც“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა კლიმატის საკითხებში მრჩევლად გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯინა მაკართი დაასახელა, ხოლო ენერგეტიკის მდივნის პოზიციაზე მიჩიგანის ყოფილი გუბერნატორი ჯენიფერ გრანჰოლმი წარადგინა.

დატოვე კომენტარი